19:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 14:06:31, 1428 ნახვა

სხვადასხვა
ომბუდსმენი - „არტ თაიმ სტუდიამ“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებზე არ დაუშვა

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაფორმალური განათლების მიღების პროცესში დისკრიმინაცია დაადგინა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს "არტ თაიმ სდუტიამ" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებზე არ დაუშვა.

ომბუდსმენის ცნობით, დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა. დაწესებულებამ კი მშობელს  საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.

"საქმისწარმოების პროცესში განმცხადებელმა სახალხო დამცველს წარმოუდგინა როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელ ქცევის გამოვლენა.

მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება - მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს."- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

შედეგად, სახალხო დამცველმა შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს მოუწოდა:

მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics