03:53 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 22:10:42, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა

„ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა“, - ასე იწყება ევროპარლამენტარების: ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებული განცხადება.

მათი ცნობით, ვიზიტის მიზანი პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ამაღლების გზა უნდა ყოფილიყო.

„ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია წერილში.

„როგორც "ჟან მონეს დიალოგის" თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics