2022-01-21 14:38:46, 902 ნახვა
პოლიტიკა
კულტურის სამინისტროსთან ხელოვანები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
კულტურის სამინისტროსთან ხელოვანები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს დაწყებულია აქვს პოლიტიკური დევნა.
ამასთანავე, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაირკვას, რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და დაცულ საგანძურს და როგორ განხორციელდება მუზეუმის რეაბილიტაცია.
კულტურის სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,