|
2022-01-20 17:34:06, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი – შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, ვითხოვთ საკონსტიტუციო ცვლილებებს
დღეს შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაციას აქვეყნებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც საკონსტიტუტციო ცვლილებების განხორციელებაა, რათა საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის , არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი. ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას. ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წელმა და „ქართული ოცნების“ 9 -წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა. ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა. ეს დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადობრივი ორგანიზაცია შემოუერთდა. დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის! დღესვე ხელი მოეწერა დეკლარაციას ნეიტრალიტეტის შესახებ. ვითხოვთ,- განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ! საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა! საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების აგებაზე ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან! ქვეყნის ერთიანობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია!“, – წერია დეკლარაციაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)