04:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 14:52:30, 926 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - აშშ-ის მიზანი უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებაა, მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები

აშშ-ის ელჩი  საქართველოში  პარლამენტის და მმართველი პარტიის თავმჯდომარეებს შეხვდა.

ელჩის განმარტებით შეხვედრა დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერება.

"კარგი შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ჩვენ გვესაუბრა მის პრიოპრიტეტებსა და ხედვებზე. ასევე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდოამრეს და განგვეხილა პროპტიეტული საკითხები,  როგორც შეხვედრაზე გვითხრეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხებია: სასამართლო რეფორმა,  ასევე საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან ასოცირების ხელშერულების კონტექსტში და ასევე მუშაობა იმ დემოკრატიის გაძლიერების საკითხებზე,  რაც ბაიდენის სამიტის ფარგლებში გაკეთდა." - თქვა კელი დეგნანმა.

ამასთან ელჩმა ჟურნალისტებთან, რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაურა.

კელი დეგნანაის განცხადებით, მიმდინარეობს გარკვევის პროცესი თუ რა ამოძრავებს რუსეთს და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები, რომელშიც საქართველოცაა ჩართული.

"აშშ-ს საელჩო ამაყობს რომ თანამშრომლობს საქართველოსთან მრვალი მიმართულებით მაგალითად იმ მიმართულებით, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება განათლება და სხვ. პრიორიტეტული მიმართულებები. რაც შეეხება რუსეთის საკითხს და რეგიონულ უსაფრთხოებას ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრისისი ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ვართ გარკვევის პროცესში რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს და მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები ამ კუთხით ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში რაც მიმდიანრეობს ამ საკითხის გადასაჭრელად და უნდა აღინიშნოს, რომ ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ეს სიტუაცია ემუქრება ფუნდამენტურ პრინციპებს რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეფუძნება. ეს პრინციპები გვაძლევს საშუალებას, ვიზრუნოთ თავისუფლებაზე, ბევრ იმ უფლებაზე, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციით.

ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ ამიტომ დღეს გაიმართება შეხვედრა მოპკავშირე წევრებთან დღეს ბერლინში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,"- აღნიშნა  ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics