|
2022-01-20 11:21:02, 1103 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ანთაძე - ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება ოკუპაციის შედეგია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს
სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხება, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს ისე კირბალში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს. ანთაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ოკუპაციის შედეგია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს ეკისრება. "განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე რათა, ისინი რაც შეიძლება მალე დაურუნდნენ საკუთარ ოჯახებს. შეხედრაზე, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ბორდერიზაციაზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებსაც. ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს" , - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)