|
2022-01-18 19:49:54, 636 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ნათელია, რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით, მათი პრინციპია - „არცერთი დაპატიმრებული რუსის აგენტი“
„დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. ჩემგან და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათი პრინციპია - „არცერთი დაპატიმრებული რუსის აგენტი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი ნიკა გვარამიას მიმართ შეკვეთილი მკვლელობის საქმეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მსგავსი შემთხვევების გამო, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მომატებული საფრთხისშემცველ ტერიტორიად ითვლება. „ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. როგორც ჩანს, ან შემთხვევით ამოუვარდათ მოსმენების დროს, რომ ქილერების ჯგუფი იყო შემოსული ან უცხოელებმა უთხრეს. გადაწყვიტეს, რომ "გაუბაზრდებოდათ" რომ იცოდნენ და არაფერი გააკეთეს. ამიტომ, იძულებული გახდნენ, ნიკა გაეფრთხილებინათ. თუმცა, რუსებს რომ ვერ დაიჭერდნენ, ისინი საზღვარზე ჩუმად გადააპარეს. ვიცით, რომ ჩემგან და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათი პრინციპია - "არცერთი დაპატიმრებული რუსის აგენტი". მაგალითად, უკრაინის უშიშროების სამსახური, თავის თანამშრომლებს საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაციას არ აძლევს, ვინაიდან საქართველო ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მომატებული საფრთხისშემცველ ტერიტორიად. რამდენიმე მცოდნემ, მათ შორის ჩეჩენმა დისიდენტებმა, გვითხრეს, რომ გვარამიას შესაძლოა თავს ესხმოდნენ "სააკაშვილის დასაშინებლად". ჯერ ერთი, ნიკა თვითონაც ძალიან დიდი ფიგურაა და ყელში ჰყავს გაჩხერილი პრორუსებს და მეორეც, თუ ეს მართალია, რომ ეს რამენაირად შეხებაშია ჩემთან, მაშინ კარგად იხსნება, თუ ვის საამებლად განახორციელეს ჩემი წამება და შემდეგ კადრების გასაჯაროება და ვისი დაკვეთით ხდება ჩემთვის საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა და ამგვარად ჩემი ფიზიკური განადგურება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)