2022-01-14 14:54:25, 3512 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო–მ კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ჯანმო–მ რეკომენდაცია გაუწია აშშ–ის ფარმაცევტული კომპანიის „ელი ლილის“ მიერ შექმნილ მედიკამენტს,„ბარიციტინიბს", რომელიც „ოლუმიანტის " ბრენდის სახელითაა გაყიდვაში ჩაშვებული. აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, განკუთვნილია მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის.
ჯანმო–მ ასევე რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ „სოტროვიმაბს", რომელიც განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც კოვიდ19 მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ კლინიკაში გადაყვანის მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,