07:50 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 23:35:09, 1260 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი რიაბკოვი - ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები.

ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

რიაბკოვის განცხადებით, რუსეთს სჭირდება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები.

„ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა, თუ 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე 2008 წელს ბუქარესტის სამიტის ფორმულა, სადაც წერია, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, შეიცვლება და ჩაიწერება ეს სიტყვები – უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს იქნებოდა მისასალმებელი ცვლილება ნატო-ს პოზიციაში. ჩვენ დავიღალეთ ტყუილუბრალო საუბრით და ნახევრად დაპირებებით თუ ცრუ ინტერპერეტაციებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა სხვადასხვა მოლაპარაკებებზე დახურულ კარს მიღმა. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვესაჭიროება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.

„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics