07:50 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 18:26:35, 966 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფია – სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემას, ახლა ამბობს, დროც არ მაქვსო რადგან, მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე

მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

ამასთან ნაყოფია "ოცნების" წარმომადგენელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.

"გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ისედაც ვიცით,  რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც ის შიმშილობდა სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელოაბს. გარდა ამისა,  თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. მინდა ვუთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ მათივე ინტერესში უნდა იყოს და მისაქცევია ამისთვის სერიოზული ყურადღება, იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში ამ ადამიანის აქ ყოფნა არა თუ მიზანშეწონილია არამედ დანაშაულია. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამობს, დროც არ მაქვსო იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას. მან თქვა,  რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან ის იძუებული გახდება ისევ დაიწყოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა. - განაცხადა კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics