08:45 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 13:45:54, 996 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს

ნიკა გვარამია ექს-პრეზიდენტის მიმართ გლდანის ციხეში გადაყვანის მუქარაზე საუბრობს და მოუწოდებს უწყებას, დაიწყოს გამოძიება. 

„ცუდად გახდომის უფლებაც აღარ აქვს სააკაშვილს. ზემოთმოყვანილი ტექსტი კი წამების მუქარაა, რაც ცალკე დანაშაულია.

მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას Генеральна прокуратура України:

წამება არის ექსტერიტორიული კონვენციური დანაშაული. წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სავალდებულოა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს წამება ჩადენილი. ასევე, უკრაინის მოქალაქის წამების ფაქტზე, სავალდებულოა გამოძიების დაწყება და ეჭვმიტანილთა გამოვლენა, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რომელ თანამდებობაზეც.

შესაბამისად, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაბამისი პირების მიერ მიხეილ სააკაშვილის წამებაში უშუალოდ, თუ ბრძანების გაცემის, წაქეზების, ორგანიზების, არაადეკვატური მკურნალობის ან სხვა ფორმით ჩართული პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

ეს უკრაინის პროკურატურის ვალდებულებაცაა და ტერიტორიულადაც შეუზღუდავია ამ მხრივ მისი კომპეტენცია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა არათუ არ რეაგირებს სააკაშვილის წამებაზე, არამედ თავადაა ჩართული ამ ორკესტრირებულ დანაშაულში, ვფიქრობ, უკრაინის პროკურატურამ, გადაუდებლად უნდა მიმართოს მისი მანდატით, წამების კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ სავალდებულო ღონისძიებებს.

აქვე, მოვუწოდებ უკრაინის სახალხო დამცველს, ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს», - წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics