|
2021-12-27 18:51:13, 594 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შესაძენად დაიხარჯება
5 მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახების ბინებით დასაკმაყოფილებლად, 10 მილიონი ლარი კი სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამისთვის დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე საუბრისას ვიცე-მერმა, ასევე, სხვა კონკრეტული თანხებიც დაასახელა, რომელიც მომდევნო წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას დაიხარჯება. „ახალი პროექტების შესახებ მინდა, მოგიყვეთ, რომელიც 2022 წელს დაიწყება და მათი ნაწილი 2022 წელსვე დასრულდება. ეს პროექტებია კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, მინდელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - ამისთვის ჯამში 12 720 000 ლარია გამოყოფილი. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - ეს არის 20 მილიონი ლარი. ამასთან, პროგრამა, რომელიც ყველამ კარგად იცით და რომელზეც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით - ეს არის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა. მათთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა - 5 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებისთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლისთვის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით - 750 000 ლარი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში - 1 300 000 ლარი. 15 პარკის პროექტი -10 მლნ ლარი, რომელიც, ძირითადად, გეგმარებითი და საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. სპორტული ცენტრების მშენებლობა 5 000 000 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)