11:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 18:38:56, 656 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის #30, #32 და #34 ნომრების რეაბილიტაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა #19 და #23, რომის ქუჩა #4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს #6 და #7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის #30, #32 #34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის #1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები:  გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, #180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 1 მლნ 853 ათასი ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 1  მლნ 104 ათასი ლარი. გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ შესყიდული  180 ერთეული ავტობუსის პროექტის ფარგლებში, მოსაწოდებელი ავტობუსების ღირებულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარით დაფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics