11:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 18:03:07, 802 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი პარლამენტს, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა პარლამენტს,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

მისივე თქმით, თუ ამ ეტაპზე რეორგანიზება მიმდიანრეობს მაშინ პროცესში, როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები უნდა ჩაერთოს.

ამასთან, ელჩის განცხადებით პროცესი  სამსახურის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული.

"გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან და მისი გუნდთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მის მივალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელის მიერ და ამით, რა თქმა უნდა, იგი უზრუნველყოფს სააჯარო მოხელეების ანაგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ახალი კანონმდებლობა, რომელიც გულისხლობს სახელმწიფო ინსპექტორის რეორგანიზაციას გაყფას ორ ნაწილად, სამწუხაროდ ეს პროცესი ამ კანონმდებლიბის შემუშავების წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე თუ ამ სფეროს ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო საჭიროება იმისა რომ, აღნიშნული პროცესი წარმართილიყო ასე ნაჩქარევად. გარდა ამისა, ინსპექტორმა შეხვედრაზე გვითხრა მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკონონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას, თუმცა ამ კანონმდებოლობის განხილვა არ ყოფილა. ყველაზე პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციებს რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო ინსპექოტრის სამსახურიდან მარტის თვიდან, არანაირი კითხვის ნიშანი, არანაირი საჩივარი ამ თანამერომლების მიმართ არ ყოფილა. ყველა მათგანი არის ამ ამ სფეროს ექსპერტი და კეთილსინდისიარად ასრულებს თავის საქმაინობას და პარლამენტის მხირიდან არანაირი კითხვისნიშანი მათ მიმართ არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან სამწუხარო თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ სამსახურის გაგრძლებას. პარლამენტის მიმართ ჩვენი თხოვნა იქნება, გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ დაუშვად რეორგანიზაცია მიდის სამსახურის,მოხდეს ინკლუზიური პროცესის წარმართვა და მასში იყოს გათვალისწინებული რეალური შეთავეზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ან პროცესში ჩაერთოს თავად ინსპექტორი, ექსპერტები და დაინტერებული პირები." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics