2021-12-26 13:53:34, 2266 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 6969 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 969 ადამიანი აიცრა.
NCDC-ის ცნობით, 26 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 463 409 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 275 692 ადამიანი, მოსახლეობის 44.4%.
სრულად ვაქცინირებულია 1 123 129 ადამიანი, მოსახლეობის 39.1%. „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 63 424 ადამიანს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,