2021-12-18 14:38:44, 2115 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 274 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 274 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამისი მონაცემები პლატფორმა worldmater-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.36 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 246 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოსდევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,