14:34 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 11:18:55, 836 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას მივუჩინეთ კუთვნილი ადგილი

მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მისმა სამთავრობო გუნდმა ქვეყანაში დააბრუნა წესრიგი, ყველას მიუჩინა კუთვნილი ადგილი, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცე დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან“,– განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics