|
2021-12-17 14:29:52, 621 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე - სიტყვებით არა, ქმედებებით უნდა ვიმსჯელოთ
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ხელისფულების ქმედებებით და არა უბრალოდ სიტყვებით. მისივე თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი“ ხშირად ახდენდა სიმულაციებს, რათა მათ გარეთ თუ რაიმე თავისტკივილი ჰქონდათ, ამისთვის „რაღაც დეკორატიული ნაბიჯებით“ მიეხედათ. „სიტყვებით არ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმსჯელოთ ქმედებებით. ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ წინაპირობები ოპტიმიზმისთვის არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება რომ ეს ასე არ არის და აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ამ ვისაც გააჩნია მაინც ნაწილი ძალაუფლების მზად არის არა თუ იმოქმედოს არამედ შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც აქვს ივანიშვილისა და მის გარემოცვას, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში მხოლოდ მოხარული ვიქნებით. წინააღმდეგები არ ვართ დისკუსიის, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ არ ვაპირებ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში, იმიტომ რომ უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და მერე ფიქრი იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი, პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს უფრო ნორმალური იქნებოდა. მოლოდინი თავისუფალი სამყაროსი თუ შენ მისი წევრობა გინდა და ქართულ საზოგადოებას ეს სურს, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმს არ სურს ეს სამწუხაროდ, არის ის რომ თავისუფალი იქნება სასამართლო, არ იქნება ძალადობა, პოლიტიკური დევნა, იქნება კანონის უზენაესობა, ეს არის დაკვეთა. ივანიშვილის რეჟიმი ხშირად ახდენდა ხოლმე სიმულაციებს იმისთვის, რომ თუ რამე თავისტკივილი აქვს გარეთ, ამას რაღაცნაირად მიხედოს, ყოველი შემთხვევისთვის რაღაც დეკორატიული ნაბიჯები გადადგას და ამაში მონაწილეობა გვაშორებს პირიქით ამოცანას არა თუ გვაახლოვებს, ამიტომ როცა მესმის განცხადება, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო თუ არის, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ოღონდ თუ აშკარაა ან არ არსებობს არანაირი წინაპირობა და ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ამაში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანას“, - განაცხადა ბოკერიამ.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)