19:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:30:36, 525 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დასაქმებული პატიმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

„მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება. უახლოეს პერიოდში გაიხსნება ობიექტი, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში.

პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი „probbox", რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics