2021-12-16 16:33:39, 583 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სიარული უჭირს, თითქოს წონასწორობას ვერ იცავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც მან ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექს-პრეზიდენტს სიარული უჭირს და წონასწორობას ვერ იცავს.
„როდესაც დავინახე რომ წონასწარობა სიარულის დროს ერღვევა, ექიმს ვუთხარი, მიკვირს მეთქი, რადგან საერთოდსიარული რომ დაიწყო თავიდან, პირდაპირ დაიწყო და არაფერი უჭირდა, ახლა კი რატომღაც უჭირს სიარული. სამედიცინო მხარე ექიმებმა უნდა შეაფასონ, მე ჩემი თვალით რასაც ვხედავ იმას ვამბობ, რომ წონასწორობა ნამდვილად უჭირს, სიარული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,