19:38 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 12:39:54, 661 ნახვა

პოლიტიკა
TI - „ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს აუარესებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ცესკო–ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ ქმედებით ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზება და კიდევ უფრო შემცირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება. 

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცესკოს მოქმედ თვმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის თებერვალში გასდის, ამიტომ არის საჭირო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება.

„ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს  საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც  საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება. ამის გამო, ფაქტობრივად, უქმდება აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა.  

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს წევრების არჩევის შეთანხმებულ წესს მმართველი პარტია ცვლის და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს არგებს. 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა  არჩევნების წინაც ცესკოს წევრების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის კანონით დადგენილი პერიოდის 1 თვიდან 1 კვირამდე ერთჯერადი შემცირებით საპარლამენტო უმრავლესობამ მარტივად შეძლო მხოლოდ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების არჩევა. ახალი ცვლილება კი ამ წესს უკვე არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი ვადით და უფრო მეტად აუარესებს», - ვკითხულობთ განცხადებაში. 

„საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებაზე და ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და წევრები აირჩიოს საპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგსა და ფართო კონსესუსზე დაფუძნებული პრინციპით, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics