|
2021-12-15 20:57:15, 707 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი დეფინიციები, რომლებიც ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან არის კონტექსტში. მისივე განცხადებით, დღევანდელ სამიტიდან გამომდინარე, საქართველოს ექნება შესაბამისი, კონკრეტული ხელშესახები შედეგებიც. „ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან არის კონტექსტში. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ტრიოს ფორმატის მიღება პირველად იქნება. ტრიოს ფორმატზე საუბარი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ამ ფორმატს, როგორც უკვე შემდგარ თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ დეკლარაციას, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველობა, მაგრამ დიფერენციაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანუ ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ძალიან კარგია ასევე, რომ მხარდაჭერილია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით. ძალიან კარგია დაკავშირებადობა და ეკონომიკური განზომილება, რომელიც შემოვიდა ამ დეკლარაციაში. ბევრი კონკრეტული მიმართულება იქნება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. მათ შორის, ჩვენ ვიმუშავებთ შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან დამაკავშირებელი გეოგრაფიული არეალის და შავი ზღვის არეალის და შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რაც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააძლიერებს. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითად როუმინგის სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ასევე განათლების მიმართულებით - ჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით - ფაქტობრიავად მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები და უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებები, ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)