20:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 19:33:14, 559 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობაა

საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც თავისთავად, წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობაა.

მისივე თქმით, სამართლებრივი კუთხით, წამების შემთხვევის დადგენა ექიმების კომპეტენცია არაა. იგი სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველთან არსებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ადგილობრივი მექანიზმის (CPT) კვალიფიკაციის ნაწილია.

„ვინც ვერ გაიგო, ან არ:

"მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი" - მინიმუმ ხუთჯერ მაინც ითქვა სახალხო დამცველის კომისიის ბრიფინგზე.

ვინც არ იცის, ეს სინდრომი (PTSD - Post Traumatic Stress Disorder) არის წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობა. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ამ სამედიცინო კონდიციის აუცილებელი წინაპირობაა.

ვინც ითხოვდა ექსპერტთა ჯგუფისგან სიტყვა წამებას, ვერ ხვდება საექიმო-საექსპერტო კვლევის მანდატს. მათ მიერ CPTD სინდრომის არაერთგზის ხსენება, სამედიცინო ენაზე იმანენტურად გულისხმობს წამებას, როგორც სავალდებულო პრერეკვიზიტს და ამ სინდრომის გამონწვევ მიზეზს. ასევე, რიგ შემთხვევბში, ისეთ სტრესულ ფორს მაჟორებს როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ომი და ასე შემდეგ. მგონი, ვთანხმდებით, რომ ამგვარ სტიქიურ უბედურებებს ადგილი არ ქონია. შესაბამისად, PTSD სამედიცინო სტატუსის დადგენით, სამედიცინო კუთხით, წამება აღიარებულია.

სამართლებრივი კუთხით ამის დადგენა ექიმების კომპეტენცია არაა და ამის კვალიფიკაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებით. ხსენებული სინდრომის დადგენა ექიმების მიერ, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა გადამწყვეტიცაა.

წამების ფაქტის დადგენის მანდატი ასევე აქვს სახალხო დამცველთან არსებულ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ადგილობრივ მექანიზმს (CPT), რომელის დასკვნა ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხევა ცენტრ ემპათიას, ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ან მხოლოდ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის დაწესებულება, მისი სრული სახელწოდებაა "ძალადობის, წამებისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების ფსიქო - რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი "ემპათია" და ამ უმაღლესი საერთაშორისო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას, სამედიცინო კვლევის გარდა, აქვს ფაქტების დამდგენი მისიის ფუნქციაც. ასე რომ, ლოგიკა, თუ ესენი იძახიან წამებას, მაშინ იმათაც ეთქვათ - არ მუშაობს“, - წერს ნიკა გვარამია თავის „ფეისბუკ“ გვერზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics