21:39 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 12:03:36, 637 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი – რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს

სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და ხდება მათი დაკავება, მოგვიწევს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც უკანონობას სჩადიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს.

"მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამართლოზე ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იღებენ. 

ჩვენ ყველა ასეთ აქციას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება ხდება უკანონოდ. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კომპენსაციაზე, ასევე, უკანონოდ მყოფი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კომპენსაციაზე და იმ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისკენ, რომლებიც აუცილებლად მოგვიწევს იმ პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც სჩადიან უკანონობას". - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics