21:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 13:42:59, 585 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი „ეროვნულ შერიგებაზე” - თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, შევიკრიბოთ ეკლესიაში

ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ. - მეუფე იაკობი ქადაგებისას "ერვონული შერიგების" საკითხს გამოეხმაურა და ამბობს, რომ ცდილობს მხარედ არ გამოჩნდეს და შერიგების ერთადერთ გზას ეკლესიაში ხედავს.

მისი თქმით,ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით.

ამასთან მეუფემ დასძინა, რომ შერიგების ამ ფორმას პატრიარქიც იზიარებს.

„ვფიქრობ, რომ კორონას ადვილად დავამარცხებთ კაცობრიობა, მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტყვი ახლა - სხვებივით არ ვამბობ ხოლმე, როგორც სადღეგრძელოს, ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს. ასე გაყოფილი აღარ ვიყოთ, ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო და ყველა საქართველოსთან უნდა დავდგეთ. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.

ცოტა ხნის წინ, 4-ში, როცა დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, თორემ ძალიან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება, მაგრამ დგება ხოლმე დრო, „ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“, შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია, რომ ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქარტველებმა. თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. 

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების სხვა ნაწილი იქნება, თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის, დაწყებული - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი, დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. “, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics