2021-12-13 13:00:10, 596 ნახვა
ეკონომიკა
12 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),