06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 14:52:22, 647 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვამაყობთ, რომ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტ „ბაზარი ორბელიანზე" გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობაში ამოქმედდა.

„ბაზარი ორბელიანზე" პროექტის ფარგლებში, სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარი და კვების სივრცეებია განთავსებული. 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ასევე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, სხვადასხვა კუთხის, ისე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტი.

„ამიერიდან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი, ქართული, უგემრიელესი პროდუქცია შეიძინონ, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, ტურისტებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ, გაატარონ აქ დრო, გაეცნონ ქართული კულინარიის, სამზარეულოს საიდუმლოებებს, თავისი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ შოთის პურები და დააგემოვნონ არაჩვეულებრივი ქართული კერძები. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ მსხვილი, დაახლოებით 19 მლნ ლარის ინვესტიციაა.  ასევე ამაყები ვართ, რომ პროექტის განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან აქტიურად მონაწილეობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში პროექტი „ბაზარი ორბელიანზე"  სესხის პროცენტის სუბსიდირების მიზნით დაახლოებით 3 მლნ ლარის თანხის ოდენობით დაფინანსდა. მისივე განცხადებით, პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი კიდევ  უფრო მეტი დასაქმდება. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიურად „აწარმოე საქართველოში" დახმარებით ქვეყნის მასშტაბით უკვე 1800-ზე მეტი ობიექტი სარგებლობს.

„ასევე საამაყოა ჩემთვის, რომ აქ წარმოდგენილი 300-ზე მეტი ფერმერი, წვრილი მოვაჭრე - მათი უდიდესი ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, სახელმწიფო დახმარებით, ასევე არიან პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის პროგრამების ბენეფიციარები. ეს არის იმის საუკეთესო დასტური, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი დახმარება, სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან ეფექტურია.  და რაც მთავარია, წარმოდგენილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ეგზოტიკური ხილიც კი საქართველოშია მოყვანილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics