|
2021-12-09 10:41:51, 698 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე - პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება
15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. ,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ავიაკომპანიისა და აბუ დაბის აეროპორტის, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიმართა. "15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ხიბლს”, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. Wizz Air Abu Dhabi არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ევროპის გარეთ შექმნა. Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული და პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს.ვხვდებით სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ისინი ჩვენს თვითმფრინავებში ადგილებს ჯგუფურად ყიდულობენ და სპეციალურ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობენ. რაც ავიაკომპანიისთვის ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელია. დღეს დავაანონსეთ ახალი მიმართულება ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის, რომელიც 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენ ვიფრენთ კვირაში ორჯერ ქუთაისის მიმართულებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი საქართველოს, კერძოდ ქუთაისს დაუკავშირდება”, - აცხადებს Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველი დირექტორი ქეისი ვონ სხაიკი. აბუ-დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15 დეკემბერს შესრულებულ პირველ რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები, „ინფლუენსერები“ და ჟურნალისტები ჩამოყვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)