23:27 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 20:08:48, 517 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის

საქართველოს მესამე ქვეყნის პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა - მარიამ ჯიშკარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო არ არის.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, კონფლიქტის გამოწვევის პროვოკაციული მცდელობაა.

„გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციასაც. ადამიანები, ვინც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი. დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები - შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციები, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავლანისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორცილდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics