|
2021-12-08 16:43:06, 441 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციას: იმედია, ოდესმე მიხვდებით, რამხელა შანსი გაუშვით ხელიდან თქვენი ქალაქის ინტერესებისთვის გემსახურათ
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს. „თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის მანძილზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისის და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი, ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის მანძილზე იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის - რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება, ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. საკუთარ ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა თანაგუნდელებს თბილისელებზე ზრუნვასა და საქმეზე ორიენტაციისკენ მოუწოდა. „ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისის და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ! ადამიანურად გპირდებით, ისეთ პროექტებს გავაკეთებთ, ყველა იამაყებს და ოთხი წლის შემდეგ ერთმანეთის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვება. ბოლოს კი გეტყვით, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)