|
2021-12-08 15:06:51, 528 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე
თქვენ აუცილებლად მტრის მიერ ჩართული ქართველი ერის და მისი სახელმწიფოს საქმეებში აუცილებლად გაიმარჯვებთ. - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მიმართვაში, რომელიც აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოქალაქეებს გააცნო ნათქვამია, რომ ქვეყანას საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია სჭირდება. ამასთან სააკაშვილის თქმით, მას არანაირი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს. "ჩემო უძვირფასესო, თავისუფალო თანამოქალაქენო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები ან საერთოდ ნაკლებად ინტერესდება ამით. ჩვენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5 შეთავაზება, არა მხოლოდ შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ. როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს: ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე. აქვე მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს. ეს არის და ეს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. დღეს ბევრი ძალიან ნიჭიერი, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანების სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეგიერთდებათ, იმიტომ, რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე. თქვენ აუცილებლად მტრის მიერ ჩართული ქართველი ერის და მისი სახელმწიფოს საქმეებში აუცილებლად გაიმარჯვებთ. ვფიქრობ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ. წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)