|
2021-12-07 20:38:32, 742 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება, მთავრობასთან ერთად, საქართველოში რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინსა და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და მთავრობის მიერ ამ გამოწვევების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები. ასევე, განიხილეს საქართველოში ახალი, რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკური და სატრენინგო ჰაბის მშენებლობის ხელშეწყობა. ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე ას წელზე მეტია, რაც საქმიანობს და ყოველთვის მხარში გვიდგას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა კოვიდპანდემია. მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის საზოგადოება ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას და დღესაც გვეხმარება პანდემიის მართვასა და სწრაფ რეაგირებაში. „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დღეს, მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო განიხილოს არა მხოლოდ როგორც მათი დახმარებისა და პროგრამების ობიექტი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ააშენებენ რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს. მოეწყობა ძალიან დიდი საწყობების სისტემა, რომელიც აშენდება ქალაქ რუსთავში, სამ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელსაც სახელმწიფი გადასცემს წითელ ჯვარს. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივი ტრენინგები, ასევე საიდანაც მოხდება მთელი რეგიონის მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით. გარდა ამისა, ეს შეიტანს თავის კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან გაიზრდება სატრანსპორტი გადაზიდვები და ადგილზე მოხდება მეტი დასაქმება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)