|
2021-12-07 17:10:16, 709 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ მილენიუმის აქტია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, მომავლისთვის ქვეყანას ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი სჭირდება, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე გავრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვისა და განვითარებისთვის. „ორიოდე სიტყვა "შერიგებაზე". ეს სიტყვა საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, შერიგება ვერ იქნება კოლექტიური. მეორე, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს შერიგებას. ასევე, უადგილო ფრაზაა მონანიება, მით უმეტეს, როცა ერთი მხარე, ხელისუფლება, როგორც ინკვიზიტორი "მოგიწოდებს", სინამდვილეში გაიძულებს სინანულს, თან ის მხარე, რიმელსაც თვალში "შენზე დიდი დირე აქვს", რომელსაც არ იმჩნევს. მარტივად, სინანულის მომწოდებლად არც მე გამოვდგები, არც კობახიძე და არც საპატრიარქო, ისევე როგორც შერიგებისკენ მომწოდებლად გამოდგება ოპოზიცია. ჩვენნაირ ქვეყანაში შერიგებისკენ მოწოდებას ხელისუფლებისგან აქვს ფასი, ოპოზიციას ეს ყოველთვის სისუსტედ ჩაეთვლება. მაშ რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულზე და დღევანდელობაზე, ამ წარსულის ისტორიული შეფასების დროც კი არ დამდგარა ჯერ, მითუმეტეს აწმყოსი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის, განვითარებისთვის! მომავლისთვის კი ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის რომ მომდევნო მთავრობამ იგივე კლანით არ ასამართლოს წინა მთავრობები, რასაც შედეგად არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკურ პოლარიზაცია მოაქვს. ამით მივცემთ სასამართლოს ამოსუნთქვის და ფეხზე დადგომის შესაძლებლობას, ქვეყანას კი - მომავალზე ფოკუსირების. ამნისტია არ გავალდებულებს ვინმე უდანაშაულოდ მიიჩნიო. ამნისტია, აქტია რომლითაც სახელმწიფო პრიოროტეტს საზღვრავს, რა გზით იაროს საზოგადოებამ. დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტია მე ასე მესმის ეს პროცესი და ვფიქრობ, ამ თემაზე საგნობრივი მსჯელობის დროც მომწიფდა“, - წერს უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)