00:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 17:03:38, 532 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი – კალაძეს არ აქვს უფლება, თავმომწონედ იჯდეს საკრებულოს დარბაზში და პროგრამებს წარადგენდეს

კახა კალაძეს არ აქვს უფლება, რომ თავმომწონედ იჯდეს ახლა საკრებულოს დარბაზში და თავის პროგრამას წარადგენდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ფასადური წარმატებები, რომლითაც კახი კალაძე ამაყობს, მხოლოდ ერთეულებისთვისაა და მთელი ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე.

„დღეს ბატონი კალაძე მობრძანდა საკრებულოში საკუთარი მთავრობის დასამტკიცებლად და სწორედ ამიტომ მოვედით  ჩვენც აქ, ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა მოუწევს კალაძეს როგორც საკრებულოს დარბაზში, ასევე შენობის გარეთაც, იმიტომ რომ ეს ის მთავრობაა, რომლებმაც პრაქტიკულად გააღატაკა მთელი თბილისი, ის ფასადური წარმატებები, რომლითაც კახი კალაძე ამაყობს, არის მხოლოდ ერთეულებისთვის და მთელი ქალაქი პრაქტიკულად უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. როდესაც ყოველწლიურად მატულობს სოციალურად დაუცველების რაოდენობა, როდესაც ყოველწლიურად მატულობს იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც რიგში დგანან, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ, თბილისის მერს არ აქვს უფლება, რომ თავმომწონედ იჯდეს ახლა საკრებულოს დარბაზში და იქ თავის პროგრამას წარადგენდეს. ასე რომ, ეს ბრძოლა გაგრძელდება და არა მხოლოდ კალაძე, არამედ მთლიანად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics