01:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 16:28:32, 830 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა - ამ რიტუალით ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება

აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი, ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულების შემდეგ განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ექსპრეზიდენთან მისი თხოვნის საფუძველზე მივიდა და 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო აღავლინა, რომლითაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება.

მეუფე ნიკოლოზის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი პირველად მონახულებისას.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, რომ მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღქმის 7 საიდუმლოება არსებობს და მე-6, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო და ეს არის ლოცვები, რომელზეც მე ორი საათი მჭირდება ხმამაღლა რომ წავიკითხო. ამბობენ, რომ ამ რიტუალით ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო ლოცვებია. მე ღრმად მწამს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე ჯერ, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 დღე იყო შიმშილობის გასული, მაშინ უფრო მომეჩვენა ფიზიკურად უკეთესად.

მე გავაკეთე საქმე, შვიდჯერ ვაცხე ზეთი. მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება, არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანახმე მისი ზიარება და რადგან მივიღე უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს სხვა წესების შესრულების უფლებაც

უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს". - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics