|
2021-12-03 17:16:34, 936 ნახვა
რეგიონი
2021 წლის მოწვევის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა
2021 წლის მოწვევის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა. ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, მათ შორის 30 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 6 კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. "დღეს, ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თამჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი მირიანაშვილი დასახელდა, მოდგილეებად კი ნონა რეხვიაშვილი და რასულ ბახტიაროვი. საკრებულოს ხდომაზე ასევე ხუთი მუდმივ მოქმედი კომისის თავჯდომარეები და წევრები აირჩიეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, დავით ჯაფარიძის თამჯდომარეობით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავჯდომარედაც ელგუჯა ჯაფარიძე დასახელდა." - ნათქვამია ინფორმაციაში. ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი, რომელმაც 2 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილა. „დღეს ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. თითოეულ დეპუტატს წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ჟორჟოლიანს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აირჩიეს. საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში, დიდი როლი ეკისრება, ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერია ახალი მოწვევის საკრებულოსთან აქტიურად ითანამშრომლებს და ჩვენ ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ, არაერთ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)