|
2021-12-03 15:10:57, 734 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე წულუკიანს - დღეს რაც წარმოაჩინეთ, კულტურის კი არა, უკულტურობის მინისტრობაა
ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელსაც „მინისტრის საატის" ფორმატში, პარლამენტში დღეს უსმენენ. გიორგი ვაშაძის შეფასებით, თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა სიძულვილის ენით იყო სავსე. „ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა სამწუხაროდ, ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს. ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ თქვენ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას? ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს თქვენ არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ მათი მინისტრი, ვინც ტაშს დაგიკრავთ ყველაფერზე აბსოლუტურად? ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით, თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანებთან იმ სიძულვილის ენით, რაზეც თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ. არავის არაფერი დაამახსოვრდება, რაზეც ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენთვის არასასურველი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები. მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოში?“ - მიმართა ვაშაძემ წულუკიანს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)