01:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 12:11:05, 739 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, სახელმწიფო ინტერესია, რომ გათავისუფლდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,ოპოზიციას ექნება აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების საკითხზე.

„ვაპირებ განვიხილოთ სხვადასხვა დეტალები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. კი, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპარლამენტარებთან, ამიტომ მთელ ამ საკითხებზე, რომელიც რეალურად ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, იმას, რომ „ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას უღალატოს, რასაც გულისხმობენ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთანავე, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებით, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის საპყრობილეში არ არის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იყოს გათავისუფლებული“, - დასძინა  დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics