2021-12-02 10:54:39, 709 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - ძალიან სასაცილოა ეს საქმე, ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ხარჯი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ პიჯაკების საქმეზე ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მისი დედა, გიული ალასანია მივიდა.
როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე სასაცილოა.
„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც ახარჯავს ამ საქმიანობას. ფაქტობრივად, რაზეა საუბარი, კაჩინსკისთვის მიტანი ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველისთვის მირთმეულ ყვავილებზე, ასეთ რაღაცეებზე არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,