|
2021-12-01 16:20:02, 1140 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს 3 800 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 6 000 000 ლარი გამოიყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 29 151 800 ლარი მოხმარდება. ვთვლი, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 3 800 000 ლარია გათვალისწინებული. 2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ინფრატრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 000 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)