2021-12-01 13:52:06, 643 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა.
კანდიდატ ნინო სანდოძეს 80–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი, წინააღმდეგ წავიდა. გენადი მაკარაძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძამისტარაშვილს 81–მა კანდიდატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 5 წავიდა
ავტორი: ექსპრესნიუსი,