|
2021-11-30 16:10:39, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი – მივმართავთ პარტნიორებს, დაინტერესდნენ სასამართლოსთან აქციაზე განვითარებული მოვლენებით
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გუშინ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის თანამშრომლები, ე.წ რობოკოპები, ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ამასთანავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ლევან ხაბეიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებსა და სახალხო დამცველს მოუწოდა, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებული მოვლენებით. "გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებად, პოლიცია არ იცავს მოქალაქეს, პოლიცია არ იცავს კანონს, ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ასევე ვიხილეთ სასამართლოს ეზოს წინ განლაგებული პოლიციელების არმია, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევდა მშვიდობიან მოქალაქეებს, ყოფილიყვნენ სასამართლოს ეზოში. ხაზს ვუსვამ, ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები, სპეცრაზმელების წარმომადგენლები. ჩვენ ასეთი პოლიტიკური სამართალის გამო, ასეთი დიქტატორული რეჟიმის გამო, მივმართავთ მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებულო მოვლენებით, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავებით, მათ შორის სისხლის სამართლის საქმით, რომელსაც აპირებენ აღძრან ბაჩო თამლიანზე და წაუყენონ ბრალი. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს ამ საქმეებით, ასევე, ვპირდები თითოეულ ზონდერს, "ხარებას" და ზვიად ჭოხონელიძის პირად ზონდერებს, ანუ ივანიშვილის პირად ზონდერებს, რომ თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შალვა ბედოიძე, შსს-ს მოადგილე თაობდა გუშინ", – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)