00:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 17:19:04, 913 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ათი სოფლის მოსახლეობასთან ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის “ვიცრებით ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო დონორებიც შეუერთდნენ.

კამპანიის ფარგლებში,  მსოფლიო ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო სათემო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთან იმართება. შეხვედრების მთავარ მიზანს იმუნიზაციის მნიშვნელობის და საჭიროების, ვაქცინების უსაფრთხოების და კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრხეების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შეხვედრებს უძღვებიან დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, სოფლის ექიმები, ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 10 სოფელს მოიცავს, კერძოდ, ჯიგრაშენი, დიდი გონდურა, ეშტია, გორელოვკა, ხანჩალი, ოკამი,  გოგაშენი, არაგვა, ტურცხა და ბარალეთი. თითოეული ღონისძიება 30-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელზეა გათვლილი, ძირითად სამიზნე აუდიტორიას კი რისკ-ჯგუფის მქონე, 60 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენენ. შეხვედრების დასასრულს, იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს ადგილზე, მათთვის სასურველი ვაქცინით იმუნიზაციის საშუალება აქვთ. მოსახლების ვაქცინაციისთვის, სამცხე-ჯავახეთში თბილისიდან სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია ჩავიდა, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა უზრუნველყო.

არწვიკ პოღოსიანი სოფელ ჯიგრაშენის მკვიდრია, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზის მიღება, სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.

 „ჩემთვის ვაქცინაცია პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან შარშან დავინფიცირდი და საჭიროდ ჩავთვალე, რომ ავცრილიყავი. 27 აგვისტოს სინოფარმის პირველი დოზით ავიცერი, მცირედი ალერგია მომცა მეორე დღეს, შემეშინდა და იმის შემდეგ თავს ვიკავებდი, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ავიცერი, ჩემივე ჯანმრთელობისთვის ისევ სინოფარმის ვაქცინით. სოფელში დეზინფორმაციის გამო ხალხს ეშინია აცრის, ყველას ვურჩევ რომ აიცრას“, - აღნიშნავს ადგილობრივი.

შეხვედრები დღეს ნინოწმინდის სოფლებში ხორციელდება, 26 ნოემბერს კი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ადგილზე იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics