04:26 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 21:53:08, 695 ნახვა

პოლიტიკა
3+3 ინიციატივაში ჩართვას საქართველო არ განიხილავს – კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ONLINE გაიმართა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე განხილული იყო სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხები.

მთავრობის თანახმად, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, უკანონო დაპატიმრებებზე და ასევე მზარდ მილიტარიზაციაზე.

მთავრობის ინფომაციით, რუსული მხარე დაინტერესდა 3+3 ფორმატის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებაზე.

"რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს." – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის განცხადების თანახმად, ორ ქვეყანას 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა.

"სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც." - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

"აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება." – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2011 წლის შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.

"მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას" – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics