2021-11-24 13:31:35, 611 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი უკრაინელი ადვოკატი მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი მივიდა.
გრუშოვეცის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილს შეხვდეს და განსაზღვროს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს დაცვის მხარე სამომავლოდ.
"ჩვენი აზრით, ეს არის პოლიტიკური საქმე არის, რადგან უკრაინაში მსგავსი მუხლებით და ბრალდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ ხვდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევხვდე მიხეილს, დაველაპარაკო და განვსაზღვროთ რას გავაკეთებთ მომავალში, რადგან არსებობს დახმარების სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ კლიენტის გარეშე რაიმე ზომის მიღება არ შეგვიძლია", – განაცხადა ადვოკატმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,