12:34 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 17:10:01, 886 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - საზოგადოებამ მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას”, მაგრამ ვარდები შეცვალა ცოცხმა

საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას", მაგრამ ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ როგორიც არის ცოცხი - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა.

„ვარდების რევოლუციის" შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა, რაც შეიქმნა 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეყოვნდა და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა და საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა. ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში სააკაშვილი აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ ძალებს და ცვლილებებს, "ვარდების რევოლუციას" საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე, "ვარდების რევოლუცია" და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics