|
2021-11-23 10:20:51, 509 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ღამეს და გავეცანი მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი
იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გორის ჰოსპიტალში არსებულ პირობებზე „იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, ის იმყოფებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. მე პირადად ვიმყოფებოდი გადაყვანის ღამეს და გავეცანი იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი. გავესაუბრე ექიმებსაც", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში: „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ექიმებს, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, იმისათვის, რომ მთელი ეს გადაყვანის პროცესი წარიმართა წარმატებით და მშვიდობიანად". იუსტიციის მინისტრის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მსჯავრდებულს მკურნალობს. „მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი – შიმშილობის შემდგომი კვების განახლება და სიმპტომატური მკურნალობა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი", – განაცხადა მინისტრმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)