06:18 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 23:18:04, 1022 ნახვა

პოლიტიკა
23 ევროპარლამენტარი სააკაშვილისადმი არაჰუმანურ მოპყრობაში ჩართულთა სანქცირებას მოითხოვს

23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართავს.

წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დაეგზავნა.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

წერილში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და ექიმების კომიტეტმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს.

„მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, მისი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. როგორც ამჟამად ჩანს, მას ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარს პოლიტიკური მიზეზის გამო ეუბნებიან. მეტიც, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას უარი უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დასწრებოდა.

ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, უაღრესად შემაშფოთებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი,“- აღნიშნულია წერილში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. უკვე 50-ე დღეა, რაც სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics