06:20 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 16:38:15, 797 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილის მოთხოვნაა, მის გადაყვანას ექიმი, ადვოკატები ან ჩვენი წარმომადგენელი დაესწროს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე გლდანის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა, რათა გაეცნოს ექსპრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ თუკი შესაცვლელი გახდება ლოკაცია, უნდა ესწრებოდეს ექიმი, ადვოკატები ან უკრაინის კონსული. 

"მოგეხსენებათ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მაქვს საშვი და პისიარი, რაც აუცილებელია აქ შესვლისთვის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები მას ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო, მაგრამ ეს ადამიანი იბრძვის 50 დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას,რომ მისი პოზიცია ჩვენ ვიცოდეთ. არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იცდის რუსთაველზე, იმ ადამიანებისთვის რომლები შიმშილობენ.

თუმცა, მას შემდგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყავნის დროს, ის მოატყუეს და გაიტაცეს და გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ ექიმების და ადმინსიტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას"- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. მან მოთხოვა ადმინისტრაციას ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არც ერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან."- განაცხადა ხერხეულიძემ. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics