2021-11-19 12:36:56, 478 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ
"ქართული ოცნების" დეპუტატები ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ.
ამასთან ცნობილია, რომ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატთან ეტლი მიიტანეს, რადგან მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ცნობისთვის, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. დღეიდან კი, ხოშტარია გადასხმებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს ამბობს.
ფოტო : "მთავარი არხი"
ავტორი: ექსპრესნიუსი,